Mar 5, 2011

My quiet morning

ირგვლივ ყველას დილა ძალიან აქტიური და გიჟურია, ძლივს დგებიან საწოლებიდან და ნახევრად მძინარეები მიდიან სამსახურში/სკოლაში. მაგრამ არა ჩემი დილა, მე ძალიან მშვიდი, შეიძლება ზედმეტად მშვიდი დილაც კი მაქვს...  დილით როგორც ყოველთვის 07:30 მაღვიძარა რეკავს რომლის ხმაც მთელ სახლში ისმის, ადგომისთანავე ვიბან ხელ-პირს და ვიკეთებ ყავას, მის გარეშე ჩემი დილა წარმოუდგენელია :) 
სწრაფად მაფხიზლებს ცხელი, თან ისეთი ცხელი პირს რომ მწვავს.
შემდეგ მირეკავს დაქალი და ვთანხმდებით შეხვედრაზე, მე უცებ ვიღებ კარადიდან ტანსაცმელს, რაც ხელში მხვდება იმას ვიცმევ, კარადა როგორც ყოველთვის არეულია და  დედაჩემიც სულ მსაყვედურობს.
არასდროს მიტრიალია სარკის წინ საათობით; თმებს  ლამაზად ჩამოვიშვებ მხრებზე, ყველას მოსწონს ჩემი გრძელი თმა :)
სახლიდან გავდივარ, ვიყვირებდი ”წავედ
ი” მეთქი მაგრამ რა აზრი აქვს მაინც ვერავინ გაიგებს, ყველას ღრმად ძინავს. მივუყვები ნაცნობ ქუჩას, დღესაც ზუსტად ისეთია როგორიც ორი წლის წინ იყო  : აქ ფანტანი დგას რომელიც უკვე დიდი ხანია უმოქმედოა, მიტოვებული სახლი რომელიც საშინელებათა ფილმებს მახსენებ, უბნის კოლორიტები რომელთა დანახვაზეც გული მერევა, ვცდილობ ამ ყველაფერს გვერდი ავუარო...

ვხვდები დაქალს და მივდივართ ადგილას სადაც ჩემი დანახვა ყველაზე ნეკლებად უხარიათ, მაგრამ მაინც მე ეს კარი უნდა გავაღო და შევიდე იქ სადაც ბევრს შურს ჩემი, სადაც ბევრი ვერ მიტანს.
 არც მე ვგიჟდები მათზე .,  

No comments:

Post a Comment