Mar 18, 2011

"Just A Dream" by Nelly - Sam Tsui & Christina Grimmie

უნიჭიერესი ხალხი... :)
(ამას კომენტარიც არ ჭირდება)

Mar 12, 2011

”მთვარე” მისი უნდა გვეშინოდეს??!

მთვარეზე სხვა სიტუაციაში სხვანაირად ვილაპარაკებდი, თუ როგორი რომანტიკულია ცაზე სავსე მთვარის დანახვა და ა.შ. მაგრამ ეხლა სულ სხვა რაღაცის დაწერას ვაპირებ... 



დასავლელმა ასტროფიზიკოსებმა განსაზღვრეს, რომ 19 მარტს მთვარესა და დედამიწის შორის ბოლო 19 წლის განმავლობაში მაქსიმალურად მცირე იქნება დედამიწისა და მთვარის სიშორე - დაახოლებით 356 ათას კილომეტრს მიაღწევს.. ამას ბევრი ბუნებრივი სტქიები - წყალდიდობები, ვულკანები, ყინვები და ათასი საშიშროებები მოყვება.
 იმედი მაქვს სერიოზული არაფერი იქნება ძალიან მეშინია მაგრამ, გადავურჩებით ამ ყველაფერს საქართველო ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა...

ისე საშიში არაფერია, წარმოიდგინეთ 1990 წლის შემდეგ რიგით მე-5 ყველაზე დიდი მიწისძვრა იყო, უბრალოდ 21 საუკუნეა და ინფორმაციას აბუქებენ როგორც ყოველთვის, და ყოველ 19 წელიწადშია აქამდე ხომ გადაგვქონდა? ხო და ეხლაც გადავიტანთ :)).

Mar 5, 2011

My quiet morning

ირგვლივ ყველას დილა ძალიან აქტიური და გიჟურია, ძლივს დგებიან საწოლებიდან და ნახევრად მძინარეები მიდიან სამსახურში/სკოლაში. მაგრამ არა ჩემი დილა, მე ძალიან მშვიდი, შეიძლება ზედმეტად მშვიდი დილაც კი მაქვს...  დილით როგორც ყოველთვის 07:30 მაღვიძარა რეკავს რომლის ხმაც მთელ სახლში ისმის, ადგომისთანავე ვიბან ხელ-პირს და ვიკეთებ ყავას, მის გარეშე ჩემი დილა წარმოუდგენელია :) 
სწრაფად მაფხიზლებს ცხელი, თან ისეთი ცხელი პირს რომ მწვავს.
შემდეგ მირეკავს დაქალი და ვთანხმდებით შეხვედრაზე, მე უცებ ვიღებ კარადიდან ტანსაცმელს, რაც ხელში მხვდება იმას ვიცმევ, კარადა როგორც ყოველთვის არეულია და  დედაჩემიც სულ მსაყვედურობს.
არასდროს მიტრიალია სარკის წინ საათობით; თმებს  ლამაზად ჩამოვიშვებ მხრებზე, ყველას მოსწონს ჩემი გრძელი თმა :)
სახლიდან გავდივარ, ვიყვირებდი ”წავედ
ი” მეთქი მაგრამ რა აზრი აქვს მაინც ვერავინ გაიგებს, ყველას ღრმად ძინავს. მივუყვები ნაცნობ ქუჩას, დღესაც ზუსტად ისეთია როგორიც ორი წლის წინ იყო  : აქ ფანტანი დგას რომელიც უკვე დიდი ხანია უმოქმედოა, მიტოვებული სახლი რომელიც საშინელებათა ფილმებს მახსენებ, უბნის კოლორიტები რომელთა დანახვაზეც გული მერევა, ვცდილობ ამ ყველაფერს გვერდი ავუარო...

ვხვდები დაქალს და მივდივართ ადგილას სადაც ჩემი დანახვა ყველაზე ნეკლებად უხარიათ, მაგრამ მაინც მე ეს კარი უნდა გავაღო და შევიდე იქ სადაც ბევრს შურს ჩემი, სადაც ბევრი ვერ მიტანს.
 არც მე ვგიჟდები მათზე .,  

Mar 3, 2011

დედის დღე (party) :* (inlove)


დეეე...!! გილოცავ დედის დღეს და გისურვებ ყველაფერს კარგს.
 სულაც არ მჭირდება ეს ეგრედ წოდებული დედის დღე რო გაგრძნობინო თუ როგორ მიყვარხარ, ვიცი შენ იმედებს ვერ ვამათლებ ჯერ-ჯერობით მაგრამ, მალე იამაყებ ჩემით გპირდები.
ძალიან მიყვარხარ... მადლობელი ვარ იმისთვის რომ სულ გვერდში მიდგახარ, როცა ცუდად ვარ შენზე კარგად ვერავინ მიგებს  Love you.