Apr 30, 2011

Things I’d like to change

რაღაცეები რაც მინდა რომ შევცვალო...
                  
  • მინდა შევცვალო ჩემი შეყვარებული,          
    სკოლა,
    ქართული მენტალიტეტი,
    ხალხის აზრი ჰომოსექსუალებზე,
     ჩემი წარსული,
    ფიზკულტურის გაკვეთილი (მასწავლებელი ენერგიას რომ არ ხარჯავდეს გოგონებთან ფლირტში).
    ჩემი ოთახი,
    მოსაზრება სიკვდილზე, სამოთხეზე და ჯოჯოხეთზე,
    ჩემი დისკების კოლექცია,
    ჩემი დაიკო (ვინმე თუ გამიცვლით ან მომაშორებთ მადლობელი დაგრჩებით).
    სკოლელების აზრი ჩემზე (საიდან მოიტანეს რო სწერვა ვარ??! :)) ).
    მოსაზრება ნამდვილ სილამაზეზე
    ისევ და ისევ ჩემი შეყვარებული (არადა მე ის ისეთი მიყვარს როგორიც არის:) )
    და ბოლოს მინდა შევცვალო მთელი სამყარო... (მთელი ცხოვრება ყველაფრით უკმაყოფილო ვარ :) )
                                                                                                                                                                                                                  

Apr 8, 2011

Life :)


ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალი და დროებითია, ოდესღაც ყველაფერი ქრება იმ ნაბიჯების ჩათვლით რაც გადაგვიდგია, ბოლოს ყველა ოთხ ფიცარში ვწევართ გაყინულები ფერმკრთალები და მატლების საკვებად ქცეულნი. აღარავის ახსოვს ჩვენი ჩადენილი კარგი თუ ცუდი საქმეები და ის ყველაფერი რისთვისაც ვიბრძოდით ან რის მიღწევასაც ვცდილობდით: ფული, კარიერა, სიყვარული თუ ბედნიერება ზემოთ რჩება... მერე როგორ და რანაირად ვცხოვრობდით ამით აღარავინ ინტერესდება, დროთა განმავლობაში ისინიც ჩვენ გვემსგავსებიან ოთხ ფიცარს შორის გაყინულები მიწაში ამოყოფენ თავს, ცხოვრება ბოლოს  მათთვისაც ხომ დამთავრდება ... აღარავის გაახსენდება რომ სუნთქავდი, განიცდიდი, გიყვარდა და უბრალოდ გიხაროდა ცხოვრება...