May 23, 2011

I love ANGEL.GE


ჰმმმ... არც კი ვიცი როგორ დავიწყოო მაგრამ საჭიროა :) ამიტომ თავიდან ქრონოლოგიურად მივყვები...
როგორც ყოველთვის რაღაც  საიტებზე დავძვრებოდი და ერთხელ კომენტარი ვნახე, ერთი გოგონა წერდა :"აუ აქ რა გინდათ ხალხო ANGEL.GE–ზე შედით იქ არი ყველაფერი მოდაზეე..."
მეც გადავწყვიტე შევსულიყავი, ის წამი იყო და ის...ენჯელის გვერდი 24საათი გახსნილი მქონდა :) დიდი ხანია მოდით ვარ გატაცებული და ყოველთვის მაინტერესებდა ეს სფერო, მე თვითონ დიზაინერობას ვაპირებ თან ხატვა მეხერხება და მოკლედ ენჯელი ჩემთვის შოკოლადის ნაყინივითაა :*ძალიან მიყვარს.
მერე ამბიცია გამიჩნდა ენჯელობაზე და პოსტებსაც აქტიურად ვამატებდი, ყოველთვის დიდი ინტერესით ველოდებოდი ახალ კომენტარსა და სიახლეს, სამწუხაროდ ენჯელი ვერ გავხდიი და ძალიან მეწყინა, სასაცილოა ყველა ხომ ვერ გახდება ჟურნალისტი მაგრამ მაშინ მართლა მეტკინა გული, ამის შემდეგ არც ისე ხშირად შემოვდიოდი ენჯელზე სანამ ერთი პრობლემა არ შემექმნა... გამახსენა ენჯელზე როგორი თბილი და კეთილი ხალხი შემოდის, გამახსენდა კატეგორია: ვურჩიოთ ერთმანეთს და ვიფიქრე რომ თქვენზე კარგად ვერავინ დამეხმარებოდა და გამიგებდა.
შემოვედი ჩემ პრობლემაზე დავწერე და კარგი რჩევებიც მივიღე რომლებიც ძლაიან დამეხმარა მდგომარეობიდან გამოვსულიყავი... უზომოდ მიყვარხართ,
ენჯელმა ბევრი რამ მომცა და პირველ რიგში საკუთარი თავის რწმენა, სიახლეები თინეიჯერებზე, თქვენი რჩევები,ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს პირადად ჩემზე და მართლა გაფასებთ ყოველ თქვენთაგანს, თან ეხლა გაცილებით კარგად და მოდურად მაცვია. დღეში 12საათი ენჯელზე ვარ, 2საათი ვსწავლობ, დანარჩენი მძინავს :)))

2 comments:

  1. ვაიმეე გავგიჟდი მაგარია !! და ეტყობა რომ მართლა გულითაა დაწერილიი :*:*:*

    ReplyDelete