May 31, 2011

სასკოლო მარგალიტები :D:D:D

"შუშანიკი ვახტანგ გორგასლის ბრძანებით დახვრიტეს".

"ვარსქენი შუშანიკს საპყრობილეში ჩუმად აჭმევდა, რომ ხალხს მშიერი გონებოდა".

"ავთანდილი არაბეთის მეფე იყო, ტარიელი–სომხეთის და ფრიდონი საქართველოსი".

"ქაჯეთში ნესტან–დარეჯანი გამეფდა და ყველა მას ემორჩილებოდა".

"ლუარსაბმა იმდენი ინერვიულა ღმერთმა მახინჯი ქალი რომ შეახვედრა, რომ დარდისაგან გული გაუსკდა".

"წვიმა ბუნებრივი მოვლენაა. ამ დროს ღრუბლები ერთმანეთს ეჯახება, რის გამოც ჩხუბი მოსდით და რომელიც წააგებს ის ტირის".

"ზვიადაურს ეგონა,რომ ქისტებმა სისხლის აღება არ იცოდნენ, თორემ ჯოყოლას სახლში არ გაჰყვებოდა".

"ბიოლოგია ადამიანების და ბუნების ორგანოებს შეისწავლის".

ართული ანეგდოტები
–როგორ გამდიდრდი?
–შოფრობით
–?
–ერთი ადგილი ვიცი, ექსკურსიაზე მიმყავდა ხალხი 20ლარად
–მერე?
–უკან წამოყვანაში 200ლარს ვიღებდი.

***
გაბრაზებული გურული ექიმს მივარდა:
–რაია ახლა აგი, რვაი შვილი რომ მყავს და მეცხრეზე რომაა ორსულად ჩემი ცოლი, აია საქმე?!
–ხომ გამოგიწერე, კაცო, პრეზერვატივები?
–რად გინდა მერე, კი ვყლაპე სამ–სამი ყოველდღე, მარა, ა, მიშველაა?!

***
ავტობუსში ჭედვაა. ქურდმა პროკოფის ჯიბეში "გაისეირნა". პროკოფიმ ხელი დაუჭრა:
–აა, დაგიჭირე თუ არა?!
–მაპატიეთ, ბატონო, შემეშალა, მე სახში ზუსტად ქვენნაირი შარვალი მაქვს.

***
–მამი, ქალთევზა ქალია თუ თევზი?
–გააჩნია, რა შემთხვევაში, გშია თუ ....

***
ცოლი ქმარს:
–მართალია, რომ ამბობენ, კურდღელი ყველაზე გულუბრყვილო და შტერიაო?
–აბა, რა, ჩემო ბაჭია!

No comments:

Post a Comment