Mar 12, 2011

”მთვარე” მისი უნდა გვეშინოდეს??!

მთვარეზე სხვა სიტუაციაში სხვანაირად ვილაპარაკებდი, თუ როგორი რომანტიკულია ცაზე სავსე მთვარის დანახვა და ა.შ. მაგრამ ეხლა სულ სხვა რაღაცის დაწერას ვაპირებ... 



დასავლელმა ასტროფიზიკოსებმა განსაზღვრეს, რომ 19 მარტს მთვარესა და დედამიწის შორის ბოლო 19 წლის განმავლობაში მაქსიმალურად მცირე იქნება დედამიწისა და მთვარის სიშორე - დაახოლებით 356 ათას კილომეტრს მიაღწევს.. ამას ბევრი ბუნებრივი სტქიები - წყალდიდობები, ვულკანები, ყინვები და ათასი საშიშროებები მოყვება.
 იმედი მაქვს სერიოზული არაფერი იქნება ძალიან მეშინია მაგრამ, გადავურჩებით ამ ყველაფერს საქართველო ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა...

ისე საშიში არაფერია, წარმოიდგინეთ 1990 წლის შემდეგ რიგით მე-5 ყველაზე დიდი მიწისძვრა იყო, უბრალოდ 21 საუკუნეა და ინფორმაციას აბუქებენ როგორც ყოველთვის, და ყოველ 19 წელიწადშია აქამდე ხომ გადაგვქონდა? ხო და ეხლაც გადავიტანთ :)).

No comments:

Post a Comment