Feb 19, 2011

Eurovision 2011



ჯგუფი Eldrine სიმღერით - ,,One more day

როგორც ვიცით მალე დაიწყება ევროვიზია 2011-ის შესარჩევი კონკურსი, ჩემი ფავორიტი არის ჯგუფი ELDRINE ძალიან მომწონს და იმედი მაქვს გაიმარჯვებს... სხვა კონკურსანტებიც კარგები არიან, ასე რომ დღის ბოლოს გავიგებთ ვინ იქნება გამარჯვებული და ვინ წარადგენს საქართველოს ევროვიზია 2011-ზე.  :))))))))))




საქართველოში ევროვიზიის შიდა შესარჩევი კონკურსის გამარჯვებული გახდა ჯგუფი ,,Eldrine” სიმღერით ,,One More Day”. გამარჯვებული ჟიურისა და მაყურებლის ერთობლივი გადაწყვეტილებით გამოვლინდა. ძალიან გამიხარდა, უზომოდ მომწონს ეს ჯგუფი და იმედი მაქვს  ევროვიზიაზე საქართველოს ღირსეულად წარადგენენ...
,Eldrine”-ს გარდა, კონკურსში მონაწილეობდნენ: ნინი შერმადინი (,,Rejected”), სალომე კორკოტაშვილი (,,Love”), დიტო ლაგვილავა და ჯგუფი ,,November” (,,ამ ახალ დღეს”), ჯგუფი ,,ტკბილი ამბები” (,,Face To Face”), თემო საჯაია (,,ჯარისკაცის სიმღერა”) და ჯგუფი ,,The Georgians” (,,Loved, Seen, Dreaming”).

Feb 11, 2011

Love you... ♡

  •  Love this song ♡ :**  (inlove)

  • უბრალოდ მინდა სულ ჩემთან იყო, ბევრს მოვითხოვ?!. ჩემთვის შენ უნაკლო ხარ, ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი ისეთ იდეალურ ადამიანს ჩემ გვერდით როგორიც შენ ხარ. ზოგჯერ მეშინია რომ ეს ყველაფერი მალე აღარ იქნება და შენც გუშინდელი სიზმარივით გაქრები, ამ ქვეყნად ყველაზე მეტად შენი დაკარგვის მეშინია.
    მგონი მიყვარხარ... არ მინდოდა ამის აღიარება მაგრამ გრძნობებს ვეღარ ვერევი, როცა გხედავ მინდა ჩაგეხუტო და აღარასდროს გაგიშვა. შენი ტუჩები, შენი თვალები, შენი პაწაწინა ცხვირუკა და შენი თმები რომელიც ჩემსას ბევრად ჯობია :D  როგორ მიყვარხარ ვერც კი წარმოიდგენ...\
     



Feb 1, 2011

Snowing :))

                                  Snowing outside       

გარეთ თოვს, როგორც იქნა მეღირსა :))) ზამთარი მარტო იმიტო მიყვარს რო თოვლი მოდის...
     გარეთ ცივა ჩემთან კიდე ძალიან თბილა. ცხელი შოკოლადი მინდააა მაგრამ მაღაზიაში ნამდვილად ვერ ჩავალ , ძალიან დიდი თოვლი მინდა მინიმუმ მუხლებამდე მაინც რო იდოს მაგრამ არამგონია მაგდენი თოვლი მოვიდეს. ჩვენთან როგორც იცის ხოლმე ერთ საათში ამოვა მზე და თოვლის ნასახიც აღარ დარჩება :). ყველაფერი თეთრია და ულამაზესი, რა ჯობია გარეთ დიდი თოვლი რო დევს თან ბარდნის, ბავშვები თოვლის ბაბუას აკეთებენ, ზოგი სრიალებს, ვიღაცეები გუნდაობენ შენ კიდე სახში ზიხარ და უგემრიელეს ცხელ  შოკოლადს მიირთმევ
delicious  : D
 
I'm soo Happy