მე...



დავიბადე 1993 წლის 31დეკემბერს :)))
  :) მაქვს ტატუ მაჯაზე რომელიც ძალიან პირადულია...
ძალიან ხშირად ვხმარობ ფერად ლინზებს



ვცდილობ ვიყო ძალიან ორიგინალური, არ მიყვარს ერთფეროვნება, ვგიჟდები შოკოლადზე სიცოცხლეზე მეტად მიყვარს და ვარ კეტების #1 ფანი :) ვერ ვიტან "ჯაან" ხალხს და მაღიზიანებს მოულოდნელი სურპრიზები...

არ მომწონს საატესტატო გამოცდები და მომხრე ვარ გაუქმდეს...
უზომოდ მიყვარს როკი და ჩემ სამეგობროში ყველას უკვირს ჩემნაირი "საყვარელი" გოგო როგორ უსმენს როკს :)
მყავს სამი დაქალი :P ყველა ძალიან მიყვარს (Inlove)
ასევე მყავს პაკლო რომელიც კარგად არც მიცნობს ისე ვუყვარვარ, თუ მოვწონვარ ვერ გავარკვიე (think) კიდე რამე თუ გამახსენდა ჩემ თავზე მოგვიანებით დავწერ :*:*:*

უი ხოო გამახსენდა :D :ჯერჯერობით ჩემი საყვარელი წიგნია ვიქტორ ჰიუგოს "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი"
მიყვარს ლეკვები მაგრამ ვერ ვიტან ძაღლებს :D:D არ მიყვარს სერიალები ერთადერთი სერიალი რომელსაც ვუყურებ არის "გოგონა გარეუბნიდან" ესეც იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს თამუნა როგორია :)


 მიყვარს –სიყვარული 

ვოცნებობ – ოცნებების ახდენაზე
ვფიქრობ – ათას სისულელეზე
კმაყოფილი ვარ – თითქმის ყველაფრით
მძულს – ბიოლოგია
ვნანობ – არაფერს
მენატრება – ზღვა
მაღიზიანებს – "ჯაან" ხალხი
ვგრძნობ – ტკივილს
მეშინია –ძვირფასი ადამიანის დაკარგვის
ვიცი – რომ მარიამი მქვია
არ ვიცი – ბიჭის შებმა :)
შემიძლია – გაღიმება
არ შემიძლია – პარასკევს მეცადინეობა
ვმეგობრობ –ჩემს მეგობრებთან
ვაპატიებ – თითქმის ყველაფერს თუ მიყვარს
ვტირი – რაზეც მეტირება
ვიცინი – უაზროდ
ვეძებ – "მეორე მეს"
ღირსი ვარ – რისი ღირსიც ვარ
ვკარგავ – ბავშვობას და დროს
მშურს – თავისუფალი თინეიჯერების
ვემალები – რეალობას
ვემტერები – არავის
მაინტერესებს – ყველაფერი საინტერესო
არ მაინტერესებს – სწავლა
მახსოვს – განვლილი გზა
მრცხვენია – დაშვებული შეცდომების
უარვყოფ – ყველაფერს რაც ცუდია
ვავადმყოფობ – როდესაც კომპთან ჯდომის თავი არ მაქვს
ვმალავ – ჩემს ბლოგს ახლობლებისგან
ვინახავ – ყველაფერ კარგს
მწამს –ღმერთის და მომავლის
მიკვირს – ბუნების
მიხარია – როცა დედაჩემი იღიმის
ვჭორაობ – თითქმის ყველაზე
ვდარდობ – მოსალოდნელზე
ვამაყობ – ჩემი მიღწევებით
ვაკეთებ – შეძლებისდაგვარად ყველაფერს
მსიამოვნებს – ურთიერთობა
მესიზმრება – სიზმრები
ვეწევი – ჯანმრთელ ცხოვრების წესს
მწყინს – ბევრი რამ
ვხარჯავ – დროს
ვღალატობ – საკუთარ თავს
ვკამათობ – დედაჩემთან
ვუხეშობ – როცა ვბრაზდები
ვუსმენ –მუსიკას
ვყოყმანობ – ხშირად
ვკითხულობ – ბლოგს
ვამზადებ – საშინაო დავალებას
ვუყურებ –რეალობას
ვკლავ – ჩემს ფიქრებს
ვაფუჭებ – ფეხსაცმელს და საკუთარ თვალებს (კომპის გადამკიდე)
ვცხოვრობ – ამ სამყაროში
ვცემ – პატივს ვინც პატივსაცემია
ვმღერი – ყველა სიმღერას რაც მომწონს
დავდივარ – სკოლაში
ვერიდები – რეალობას
ვთამაშობ – ფერმას ფეისბუქზე
ვიტყუები –როდესაც აუცილებელია
ვგიჟდები – შოკოლადზე და ნაყინზე
ვაგროვებ – პოსტებს ჩემს ბლოგზე
ვეჭვიანობ – იმაზე ვინც მიყვარს
ვკაიფობ – ძალიან მაგრად
ვილამაზებ –ბლოგს და ცხოვრებას :)