Jun 4, 2011

ბედნიერი წყვილის რეცეპტი :)))


რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქორწინებას იდეალური ვუწოდოთ? როგორც გაირკვა, არც ისე ბევრი – ორი საერთო ჰობი, ორივე მხრიდან ყოველდღიური ფრაზა "მიყვარხარ", დღეში სამჯერ ჩახუტება და თვეში ორჯერ რომანტიკული ვახშამი. მეცნიერებმა არ დაიზარეს და ცოლსა და ქმარს შორის იდეალური ასაკობრივი სხვაობა გამოთვალეს, ის დაახლოებით 2 წელს შეადგენს, თანაც მამაკაცი უფროსი უნდა იყოს. (რათქმა უნდა არის გამონაკლისებიც)
    წყვილის ცხოვრებაში ოჯახურ დღესასწაულებსა და სიურპრიზებს წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა ჰქონდეს ადგილი. ასევე საჭიროა წელიწადში ერთხელ მაინც მოგზაურობა (აუცილებელი არ არის საზღვარგარეთ, შეიძლება მეზობალ ქალაქში). რა თქმა უნდა, შეიძლება უფრო ხშირადაც, თუ ეს ორივეს სიამოვნებას ანიჭებს.

გადავწყვიტე, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული  ორი პოსტი გამეერთიანებინა... ცალ-ცალკე ძალიან გაუგებარია ჩემი აზრით.
There is no ideal...
ის არ არის თქვენი იდეალი. მით უმეტეს, საერთოდაც ძალიან შორს არის იდეალურობისგან. მერე რა, ხომ გიყვართ ისეთი, როგორიც არის? დანარჩენს ნაკლებად აქვს  მნიშვნელობა. სიყვარული ნამდვილი მაშინ არის, როცა ღირსებებისა და გმირობის გამო კი არ გიყვარს შენი რჩეული, არამედ ჩადენილი სისულელეებისთვის.
  უყვართ მექალთანეებიც და მოღალატეებიც, ეჭვიანებიც და ზარმაცებიც, მსუქნებიც და გამხდრებიც, ლოთებიც, ნარკომანებიც, ქურდებიც, მაიხინჯებიც და დაუბანლებიც. უცნაურია და გამაოგნებელი, მაგრამ, ყოველივე ეს ფაქტია, რომლის უარყოფაც არ შეიძლება. რაც შეეხება ეჭვიან მამაკაცებს, მათი ეჭვიანობა ზოგჯერ განსაკუთრებით მძიმე ფორმებს იღებს. შექსპირს არაფერი შეშლია. როცა კაცი ეჭვიანობს, ამასთან შეგუება ძალიან ძნელია და აუცილებელია წინ აღუდგე. თუ მიუშვებთ შედეგი შესაძლოა სავალალოც აღმოჩნდეს და ყველაფერი კატასტროფით დამთავრდეს. ღალატში გდებენ ბრალს? – აუცილებლად დაიცავით თავი, ამ შემთხვევაში უნდა იმოქმედოთ პრინციპით: საუკეთესო თავდაცვა არის თავდასხმა!